четверг, 20 мая 2010 г.

ჩემი ფესვები

პროექტის სახელი: ჩემი ფესვები

1.       პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები შეისწავლიან და გამოიკვლევენ სოფელ ნუკრიანის ადგილმდებარეობას, ლანდშაფტურ თავისებურებებს, ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებულ საკითხებს, სოფლის ისტორიას, კულტურას, ტრადიციებს.

2.      პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები გაეცნობიან პროექტის მიზანს. მათთან ერთად შემუშავდება პროექტის გეგმა:

·         ნუკრიანის ადგილმდებარეობა

·         რელიეფი

·         ჰავა

·         ბუნებრივი რესურსები

·         ფლორა და ფაუნა

·         სოფლის ისტორია

·         კულტურა

·         ტრადიციები

მეორე და მესამე საფეხურის მოსწავლეები დაიყოფიან რვა ჯგუფად. ინტერესიდან გამომდინარე მოხდება დავალებების განაწილება:

                                                        I.            ჯგუფი შეისწავლის ნუკრიანის ადგილმდებარეობას.

                                                     II.            ჯგუფი გამოიკვლევს სოფლის რელიეფს.

                                                   III.            ჯგუფი აკვირდება და აღწერს კლიმატს მთელი წლის განმავლობაში.

                                                  IV.            ჯგუფი შეისწავლის სოფლის ბუნებრივ რესურსებს

                                                     V.            ჯგუფი მოიპოვებს ინფორმაციას ადგილობრივ ბიომრავალფეროვნებაზე

                                                  VI.            ჯგუფი გაეცნობა სოფლის ისტორიას

                                                VII.            ჯგუფი მოიძიებს მასალას კულტურის სფეროში

                                             VIII.            ჯგუფი გაეცნობა სოფლის ტრადიციებს

3.      მონაწილეთა ასაკი: მეორე და მესამე საფეხურის მოსწავლეები.

4.      ვადები/ხანგრძლივობა: ერთი წელი

5.      პროექტის შესაძლო აქტივობები:

ა)  ინფორმაციის მოძიება, გაანალიზება, შეჯერება.

ბ)  კვლევის ჩატარება

გ) თვალსაჩინო მასალის შექმნა, მოძიება და მიზნობრივად გამოყენება.

დ)  პრეზენტაცია.

6.      მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას ადგილობრივი მხარის შესახებ, განუვითარდებათ საზოგადოებასთან ურთიერთობის, ინფორმაციის მოძიების, შეჯერების, ჯვლევის, დამოუკიდებელი აზროვნების, პირადი პასუხისმგებლობის, დაკვირვების, ანალიზის უნარ-ჩვევები.

7.      სარგებელი სხვებისთვის: სოფლის მოსახლეობა მიიღებს დაწვრილებით ინფორმაციას სოფლის შესახებ. წარმოდგენილი პროექტი ხელს შეუწყობა ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებას, ეკო-ტურიზმის განვითარებას, ბუნებრივი რესურსების სწორად გამოყენებას.

8.      სამუშაო ენა: ქართული

9.      საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბიოლოგია, გეოგრაფია, ისტორია, ეკოლოგია, ხელოვნება

ესგ-სთან კავშირი:

მიმართულება: ცოცხალი სამყარო

ბიოლ.  IX. 3-მოსწავლე იკვლევს გარემო ფაქტორების ზეგავლენას ორგანიზმის ჯანმრთელობაზე და მსჯელობს მდგრადი განვითარების მნიშვნელობის შესახებ.

მიმართულება: გეოგრაფიული კვლევა

გეო. X. 1-მოსწავლე განსაზღვრავს პრობლემას, გეოგრაფიული კვლევის მიზანს, მისი გადაჭრის გზებს და მიმართულებებს.

პროექტის ფასილიტატორი მასწავლებელი: ნაირა ქადაგიშვილი

ელ. ფოსტა: n.qadagishvili@gmail.com